პოლიტიკა

უკრაინულმა ძალებმა, ომის დაწყების შემდეგ, 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 38 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა.

“უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: მტრის 1672 ტანკი, 3866 ჯავშანტექნიკა, 842 საარტილერიო სისტემა, 247 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 681 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 155 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2731 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 67 ერთეული სპეცტექნიკა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია