პოლიტიკა

უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს

 უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი სესხის საშუალებით.

„მთავრობა აგრძელებს ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს ომში მყოფი უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაში. ის მოუწოდებს ფინანსთა მინისტრს, უზრუნველყოს 187 მილიონი ევრო, რაც იქნება უნგრეთის წილი 18 მილიარდ ევროს ევროკავშირის სესხში, რომელიც უკრაინას მიეცემა“, – აცხადებენ უნგრეთის მთავრობაში.

 

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...