პოლიტიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

  როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ  განაცხადა,ამ კვირის განმავლობაში ის მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან სლოვენიის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან საერთო ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის საწინააღმდეგო ყველა სანქციას, რომელიც კონკრეტულად ბუნებრივ აირსა და  ატომურ ენერგეტიკას ეხება.

 “ამ კვირაში მე წავალ მოსკოვში, რათა ვისაუბრო, სხვა საკითხებთან ერთად, მშვიდობის მნიშვნელობაზე და ვთქვა, რომ უნგრელებს მშვიდობა სურთ და რაც შეიძლება მალე. ასევე მე იმისთვის მივდივარ, რომ უზრუნველვყო, რომ უნგრეთს ენერგომომარაგების პრობლემა არ შეექმნას. მივდივარ “გაზპრომთან”, “როსატომთან” და სხვა ჩინოსნებთან შესაბამისი დისკუსიებისთვის…, რათა უნგრეთის ენერგომომარაგება მოწესრიგებული იყოს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მომდევნო თვეებშიც”, – განაცხადა  სიიარტომ.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია