პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს და მან რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა გაიმარჯვოს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე. უკრაინა იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, იბრძვის საერთაშორისო სამართლისთვის და დემოკრატიის პრინციპებისთვის და ამიტომაც უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მომავალ კვირაში, 3 თებერვალს, კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის გამართვა იგეგმება.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...