პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი – რუსები უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ ორბანმა ფრანგულ გამოცემა LCI-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსები ამისთვის სუსტები არიან. ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, სხვა კითხვაზე საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ უკრაინა ომს აგებს და რომ მისი დასრულების რეალური მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაიმართება.

„ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას. უკრაინა – იმიტომ, რომ ის ომს წააგებს და ევროპა – იმიტომ, რომ ის ზედმეტად არის ჩართული ამაში. ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია