პოლიტიკა

ვინიცაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, შენობას, რომელშიც საოფისე ფართებია განლაგებული, 3 რუსული რაკეტა მოხვდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.

„ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ავტოსადგომს მოედო. ახლა იქ 50-მდე მანქანა იწვის. მაშველები ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია