პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „რია ნოვოსტიმ“გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა კრემლში, სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე თავად განაცხადა.

რუსული მედია წერს, რომ ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი „რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებულ პირებს ესაუბრა, რა დროსაც დონეცკში რუსეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, არტემ ჟოგამ პუტინს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სთხოვა, რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ ის აპირებს მონაწილეობის მიღებას“.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა რუსეთში 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.

ვლადიმერ პუტინისთვის ეს უკვე მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. პირველად ის პრეზიდენტად 2000 წელს აირჩიეს.

ასევე ნახეთ

ილონ მასკის თქმით, დონალდ ტრამპი „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია