ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს რუსული საქონლის მიწოდებას აფრიკაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აქტიურად არის ჩართული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ნაკადების გადამისამართებით გლობალური სამხრეთის, რა თქმა უნდა, აფრიკის სახელმწიფოებისკენ.
„საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ, მიზნად ისახავს რუსული საქონლის წვდომას სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში, საიდანაც შეძლებენ მოხვედრას უმოკლესი საზღვაო გზით, მათ შორის აფრიკის კონტინენტზე. ეს დერეფანი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას საპირისპირო მიმართულებით რუსეთის ბაზარზე აფრიკული საქონლის მიწოდებისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.