პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას

დასავლეთი იწყებს მეორე მსოფლიო ომის გერმანულ-იტალიურ-იაპონური ღერძის მსგავსი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს ნატო შეთანხმდა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან: ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და სხვებთან ურთიერთობების განვითარების განზრახვაზე.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ქმნის სამხედრო ალიანსს ჩინეთთან და არ ემუქრება არცერთ ქვეყანას.

„დიახ, ასევე გვაქვს თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკური ურთიერთქმედებების სფეროში. ჩვენ არ ვმალავთ. ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა. არაფერია საიდუმლო“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...