პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი – რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია

რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია, – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, დასავლურმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყებისთანავე.

„თუ დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირება სურდა, რომ რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე გადასულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად შეძლეს. ნორმალურ პირობებში, ალბათ, ამის გაკეთება რთული იქნებოდა. თუმცა, რას მინდა, მივაქციო ყურადღება – მათ უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რადგან მისი დაწყება ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას. ეს ნიშნავდა ლიბერალურ-გლობალისტური ამერიკული ეგოცენტრიზმიდან ნამდვილად მრავალპოლარულ მსოფლიოზე გადასვლას… დღეს ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ. რა ვთქვათ აქ – სცადონ. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს ჩვენთან ომი სურს უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ ამბობს უარს მშვიდობიან მოლაპარაკებებზე.

„ჩვენ უარს არ ვამბობთ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, თუმცა მათ, ვინც უარს ამბობენ, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო შორს წავლენ, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან შეთანხმება“, – აღნიშნა პუტინმა.

დუმის ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გაფართოებაზეც ისაუბრა.

„ე.წ. კოლექტიური დასავლეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით ათწლეულების განმავლობაში რუსეთთან მიმართებით მხოლოდ აგრესიულად იქცევა. ჩვენი შეთავაზებები ევროპაში უსაფრთხოების თანაბარი სისტემის შექმნის შესახებ უკუგდებულია. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემაზე ერთობლივი მუშაობის ინიციატივები უარყოფილია. გაფრთხილებები ნატო-ს გაფართოების მიუღებლობის შესახებ, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირი ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე, უგულებელყოფილია“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია