პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია – ჯო ბაიდენი

ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია“, – განაცხადა ბაიდენმა კალიფორნიაში დონორთა ჯგუფთან.

მან ბელარუსში რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ ნაბიჯად შეაფასა.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო. მისი თქმით 1945 წელს აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებულ ატომურ ბომბებზე სამჯერ უფრო ძლიერია.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია