პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი საკუთარ პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს

  რუსეთი მომავალში თავის პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს, ამას დღეს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფაქტები, ისტორიული ფაქტები გახდეს მილიონობით ადამიანის საკუთრება, რათა სწორედ მათზე დავაფუძნოთ ჩვენი დღევანდელი ქცევა და ავაშენოთ ჩვენი მომავლის პოლიტიკა. ამას სერიოზული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

 მისი თქმით, არ უნდა მოხდეს იმის დავიწყება, რომ „მეორე მსოფლიო ომში“ გამარჯვება საბჭოთა კავშირის ყველა ხალხის წარმომადგენელმა მოიპოვა.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია