პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზაა.

მისი თქმით, რუსეთი “მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის”, თუმცა ეს არავის სურს. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით შეერთებული შტატების ინიციატივით სპეციალური მექანიზმი შეიქმნა.

„გარკვეული უწყებების ხელმძღვანელები უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და აქვთ შესაძლებლობა კონსულტაციები გამართონ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს მექანიზმი მიუთითებს, რომ მხარეებს არ აქვთ პირდაპირი დაპირისპირების სურვილი.

„მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, ჩვენ მზად ვართ”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია