პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები და გამოავლინონ მოღალატეები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, ხისტად აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები და გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომელთა დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვლადიმირ პუტინმა დაასახელა სპეცსამსახურების სამუშაოების მთავარი მიმართულებები. მისი თქმით, ესენია: ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა და რუსეთის საზღვრების დაცვა.

„საზღვრის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა უნდა აღიკვეთოს სწრაფად და ეფექტურად, რისთვისაც უნდა გამოვიყენოთ ძალა და საშუალებები, რომლებიც ჩვენს ხელთაა, მათ შორის მობილური მოქმედების ქვედანაყოფები და სპეციალური ძალები“, – აღნიშნა პუტინმა.

მან  მადლობა გადაუხადა სპეცსამსახურების იმ თანამშრომლებს, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ.

„დიახ, თქვენთვის ახლა რთულია. დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე ხერსონში და ზაპოროჟიეში სიტუაცია უაღრესად რთულია“, – განაცხადა პუტინმა და სპეცსამსახურების ახალი ტექნიკით, შეიარაღებითა და „გამოცდილი კადრებით“ უზრუნველყოფის პირობა დადო.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია