პოლიტიკა

ვლადიმეტ პუტინი – ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამში პრეზიდენტ ტო ლამთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ყოველთვის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამ დღეებში აღინიშნება მეგობრული ურთიერთობების საფუძვლების შესახებ ხელშეკრულების 30 წლისთავი.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ რეგულარული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტაქტები, მათ შორის პარლამენტების, სამინისტროების, უწყებების, პარტიების, რეგიონებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პროგრესულად ვითარდება სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები.

„გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა. ორივე მხარის სამთავრობათაშორისო კომისია მჭიდროდ მუშაობს ამაზე. სავაჭრო ბრუნვის ზრდას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს 2015 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება ევრაზიულ ეკონომიკურ საზოგადოებასა და ვიეტნამს შორის“, – აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ვიეტნამს ეწვია, სადაც ის ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. მანამდე ის ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია