პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მშვიდობის ფორუმზე მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა.  მისი თქმით, ახლა მსოფლიო გზაჯვარედინზეა, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლოკალურ ომებს გლობალური კოლაფსის გამოწვევა შეუძლიათ.

„ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. სწორი მიმართულებით მოხვევა შეგვიძლია. ეს კონკრეტულად არის იმ ყველას თანამშრომლობა და ერთიანობა, ვინც მართლა აფასებს მშვიდობას, რომელსაც კატასტროფების თავიდან არიდება და ხალხის ტანჯვის შეჩერება შეუძლია.

ამაში ყველა ერს აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს. არ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც სავარაუდოდ შეუძლიათ მსოფლიოში რამის გადაწყვეტა ყველასთვის. ყველა ერი თანაბარია და ყველა ერი იმსახურებს პატივისცემას. მხოლოდ ასეთ მიდგომას შეუძლია ყველა ბავშვის, ყველა ერის უფლების რეალიზება ისეთ სამყაროში, სადაც მშვიდობის მიღწევის უფრო მეტი მაგალითია, ვიდრე მისი განადგურების ისტორიები”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია