პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. შესაბამის ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს.

„დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართულებაზე. პატივი მაქვს დღეს, ვიმყოფებოდე აქ და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბახმუტი უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შეტაკებების მიმართულებაა. დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, რაც ცდილობენ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია