პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო სადესანტო ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს.

„სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ქალაქი „რაშისტი“ ოკუპანტებისაგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა თავდაპირველად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული დამცველების ხსოვნას. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს უკრაინული მიწების გათავისუფლებისთვის, რის შემდეგაც საკრებულოს შენობის თავზე უკრაინის დროშა საზეიმოდ აღიმართა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია