პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა.

ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

„ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები გამოიძიებენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია