პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში

მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო.

„ისეთი დარტყმებისთვის, როგორიც დღეს კონსტანტინევკაზე მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ ბევრ ქალაქში, მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის ასეთ შეურაცხყოფას, ჩვენ არ ვაპატიებთ ამ სიკვდილსა და ნგრევას. მინდა, სათითაოდ მივესალმო ყველა ჩვენს მეომარს, ვინც მტერს საპასუხო დარტყმებს აყენებს. ვინც არკვევს იმ პოზიციებს, საიდანაც ჩვენი ქალაქები იბომბება“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია