პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების წლისთავზე, კიევში, სოფიას მოედანზე გაიმართა.

ცერემონიის დროს აღმართეს უკრაინის სახელმწიფო დროშა. ეროვნული ჰიმნი მომღერალმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა შეასრულა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში გარდაცვლილ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.

სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა დამცველს, ვინც აგრესორს წინააღმდეგობას უწევს.

„მადლობას ვუხდი ყველა, ვინც გაუძლო იმ თებერვალს, ამ წელს და ვინც უკრაინას უძლეველს ხდის. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეროვნულ გვარდიას, დაზვერვას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, ეროვნულ პოლიციას, უკრაინელ მესაზღვრეებს და ყველა თქვენგანს, ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს. დიდება თქვენ, ვინც ბრძოლაში გვეხმარება და ვინც სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობს. ნათელი ხსოვნა მათ, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა წაგვართვა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მდივანი ალექსეი დანილვი, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა მაღალჩინოსნები.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია