პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და დანია აგვისტოში, კოპენჰაგენში სპეციალურ დონორ კონფერენციას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ, 14 სახელმწიფო მიიღებს და უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერა შესაძლოა, მუდმივი გახდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მთავარი თემები კი, თავდაცვითი მხარდაჭერა და ივნისში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ნაბიჯების კოორდინაცია იყო.

ზელენსკის განცხადებით, ასევე ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელმაც მას ახალი თავდაცვითი დახმარების პაკეტის შესახებ აცნობა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია