პოლიტიკა

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯორჯიის შტატში, მეორე ტურში, დემოკრატმა სენატორმა რაფაელ უორნოკმა „რესპუბლიკელ“ კონკურენტზე ჰერშელ უოკერზე გაიმარჯვა.

ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პარტია ახლა კონგრესის 100-ადგილიან ზედა პალატაში 49 ადგილს იკავებს.

როგორც მედია წერს, შუალედური არჩევნების შედეგი „რესპუბლიკელებისთვის“ იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა – პარტიამ გასულ თვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაა, “მხოლოდ სუსტი უმრავლესობა” მოიპოვა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია