პოლიტიკა

ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

დღეს დილით, ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ იუწყება.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 13 წლის ბავშვია.

„სამწუხაროდ, ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონის ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი, დაიღუპა. დაშავდა 72 წლის ქალი“, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონულ ცენტრს დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ საბოლოო მონაცემები ჯერ არ გაუვრცელებია.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია