პოლიტიკა

ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა – პენტაგონი

ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა, თუმცა წინ სავარაუდოდ ხანგრძლივი ბრძოლაა, – როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, საშა ბეიკერმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის ძალების ოპერაციას „კონტრშეტევა“ უწოდა. აღნიშნული ტერმინის გამოყენებას აქამდე თავს არიდებდნენ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსთა თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი.

„ჩვენ კონტრშეტევის პროგრესს საკმაოდ ყურადღებით ვაკვირდებით. ვფიქრობ, ვნახეთ გარკვეული იმედისმომცემი ნიშნები, განსაკუთრებით, ბოლო ერთ ან ორ დღეში. თუმცა, რუსეთი მრისხანე მოწინააღმდეგეა და ვფიქრობ, წინ ხანგრძლივი ბრძოლა“, – განაცხადა საშა ბეიკერმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია