პოლიტიკა

ხერსონში კოლაბორანტის ავტომობილი ააფეთქეს

ხერსონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილობრივი კოლაბორაციონისტის მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივების თქმით, საუბარია დმიტრი სავლუჩენკოსზე. ის ადგილზე გარდაიცვალა.

სავლუჩენკო ქალაქში მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა ანტიუკრაინულ საქმიანობას.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავლუჩენკო „ნოვაია რუსის” წევრი და აკრძალული პოლიტიკური ძალის „შარიათის პარტიის“ წარმომადგენელი იყო

მომხდარის ორი ვერსია არსებობს: უკრაინის სპეცსამსახურების მუშაობა და ოკუპანტების კრიმინალური დაპირისპირება. ქალაქის საოკუპაციო „ადმინისტრაციამ“ დაადასტურა ინფორმაცია კოლაბორანტის გარდაცვალების შესახებ.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია