პოლიტიკა

ხორვატია შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.

როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხორვატიაში ინფლაციის დონემ 13.5%-ს მიაღწია, რაც სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად ევროზონაში.

გარდამავალ 14-დღიან პერიოდში ქვეყანაში კუნა ბრუნვაში დარჩება, რომ მოსახლეობამ მისი ევროზე გადაცვლა შეძლოს.

ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წლის პირველ ივლისს გახდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია