პოლიტიკა

ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერი სერგეი ოქსიონოვი ავრცელებს.

ამასთან, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების განმარტებით, დაშავებულია 5 ადამიანი.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი დროით 15:20 საათზე სულ მცირე 12 აფეთქების ხმა გაისმა „საკის“ აეროდრომზე.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აქამდე აცხადებდა, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე მტკიცებით, აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.

სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფიოდოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის – თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...