პოლიტიკა

ზელენსკიმ უკრაინის გენპროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიდევ ერთი განკარგულებით გენერალურ პროკურორად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი სიმონენკო დანიშნა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გამოეხმაურა ივანო-ფრანკოვსკის მერის, რუსლან მარცინკოვის ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს. ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფრთხილად და წინდახედულები იყვნენ საინფორმაციო სფეროში და არ დაიჯერონ რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობები.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...