პოლიტიკა

ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ღონისძიებების კოორდინირებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დეოკუპაციას, რეინტეგრაციასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

საბჭოს საქმიანობა ასევე მოიცავს შედეგების დაძლევასა და ზიანის ანაზღაურებას, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა რუსეთის ოკუპაციისა და შეიარაღებული აგრესიის შედეგად მიიღეს.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...