პოლიტიკა

2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა

კანადაში ქართული დიასპორის ინიციატივით, 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა. ღონისძიება დიასპორის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საგანგებო დავალებათა ელჩმა და კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა. საპატიო მედალი ნოდარ ქუმარიტაშვილის დას – მარიამ ქუმარიტაშვილს გადაეცა.

ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წელს, კანადაში, ოლიმპიადაზე ასპარეზობისას ტრაგიკულად დაიღუპა.

ასევე ნახეთ

რუსეთში ბატალიონი „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს და აკრძალეს

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ბატალიონი „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და აკრძალა. „აღიარებულ იქნას „აზოვის“ ბატალიონი ტერორისტულ ორგანიზაციად …