პოლიტიკა

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს და აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალები მეტად მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ,- ამის შესახებ სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.

„ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია. სხვა მხრივ კი ქალაქი ისეთი განადგურებულია, რომ გულწრფელად, რომ ვთქვათ, ადამიანებს გაუჭირდებათ ამ ვითარებასთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს“,- განაცხადა სტრუკმა.

მისივე განმარტებით, მოსახლეობას ოკუპირებული სევეროდონეცკის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით შეუძლიათ.

ასევე ნახეთ

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია