პოლიტიკა

უკრაინის გენშტაბი – მტერი ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირებას ცდილობს

დონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირებას, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები ბომბავენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას ლისიჩანსკის, ვოვჩოიარივკას, ლოსკუტივკასა და ვერხნოკამიანკას ტერიტორიებზე.

მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა განაგრძეს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ჩერნიგოვის ოლქის ხრინივკასა და იანჟულივკას დასახლებების ტერიტორიებზე და ავია დარტყმები განახორციელეს სუმის ოლქის სლავგოროდის დასახლებაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სლოვიანსკის მიმართულებით მტერმა საკუთარი ძალების კონცენტრირება დოლინას დასახლების მიმართულებით განახორციელა. ამასთან, საარტილერიო ცეცხლი გახსნა ბოხოროდიჩნეს, ადამივკას, ხრესტიშჩეს, ჰრუშუვახას, სვიტლიჩნესა და კურულკას დასახლებებში.

მათივე ცნობით, ავდიივკას, კურახივის, ნოვოპავლივის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, რუსულმა ძალებმა უკრაინული ჯარების პოზიციებს არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა და საჰაერო დარტყმები განახორციელა კრასნოჰორივკას, ვესელეს, ვუჰლედარის, შევჩენკოს, პრიჩისტივკას, მარინკასა და პავლივკას რაიონებში.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია