პოლიტიკა

ელენე ხოშტარია – სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული

სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სოლიკო ვირსალაძე 30 წლის წინ გარდაიცვალა და დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელია ომის პირობებში ამის კეთება.

„მას შემდეგ, რაც მე დავიწყე სანქცირებაზე კონკრეტული ადამიანების გამოძიება და სანქცირებაზე ლაპარაკი, გასაკვირი არ არის, რომ როგორც სხვა დროს, თუნდაც ჩემს სწავლასთან დაკავშირებული ან ჩემ ოჯახზე ამოღებული ინფორმაციის მიხედვით იწყება ჩემ მიმართ აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარი. მე გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ, რომ 30 წლის წინ გარდაიცვალა სოლიკო ვირსალაძე, ის დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელია ომის პირობებში ამის კეთება. 40-იანი წლებიდან, როდესაც მისი ოჯახი იყო რეპრესირებული, სუხიშვილების კოსტიუმებთან ერთად მან შექმნა მსოფლიოსთვის ძალიან დასაფასებელი ნამუშევრები, რომლებიც დღემდე პარიზის, ნიუ იორკის, ამერიკის, იაპონიის, ესპანეთისა და სხვადასხვა სცენაზე იდგმევა. სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული. სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე არის მამაჩემი და ლევან აბაშიძის მემკვიდრე არის მანანა ხიდაშელი. ამიტომ ეს არ არის რუსეთის ფული, ეს არის ტყუილი. აბსოლუტურად ყველა, ნეიტრალურ, დამაჯერებელ არაპროპაგანდაში გასვრილ ტელევიზიას, თუ არასამთავრობოს მივმართავ, შეამოწმონ ჩემი ოჯახის აბსოლუტურად ყველა ანგარიშები. სოლიკო ვირსალაძით ვერ გადაფარავთ ბინძურ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი რუხაძის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ოლიგარქების ბინძურ სქემას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ასევე ნახეთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხათუნა სამნიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკება “აშშ-ის საელჩოს აგენტურის“ თაობაზე ე.წ. …