პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა – დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას ანრი ოხანაშვილის მიმართ, ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე ვატო წერეთელი მიეჭრა მას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა

დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ, ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვატო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, ასეთი საქციელს, შეურაცხყოფის მოტივისა და მიზეზის დადგენის მცდელობას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება.

„დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ, ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე,ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა! ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ , ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ“, – წერს ირაკლი ზარქუა.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია