პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე “აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.

როგორც შეხვედრის შემდეგ ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ 6 თვიან პროცესზე ისაუბრეს და ხედვები გაცვალეს.

ლაშა ტუღუშის თქმით, მისი მოსაზრებაა, რომ საჭიროა პროცესს ჰქონდეს ნდობა, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა, რომელიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, ინკლუზიური პროცესისთვის მეტი ნაბიჯია გადასადგმელი და ის, რაც შესთავაზა მმართველმა გუნდმა საზოგადოებას, არ არის საკმარისი, რომ პროცესი სწორ ჩარჩოში იქნას ჩასმული.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...