პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომი და მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების საკითხი განიხილეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს.

ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაერო-სთვის დადგა დრო, განახორციელოს ქმედებები შავი ზღვის გავლით მარცველულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, მტკიცე და სამართლიანი მშვიდობით.

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ როგორც მანამდე, თურქეთი კვლავ მზად არის, უზრუნველყოს ყველა სახის მხარდაჭერა მოლაპარაკებების გასაახლებლად.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია