პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – 1801, 1921, 1992, 2008, ეს არის თარიღები, რომლებიც თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

„1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“ – წერს ზურაბიშვილი.

ასევე ნახეთ

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია