პოლიტიკა

ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელ შეხვედრას დაესწრება

როცა პარლამენტის სპიკერი ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავს კონსულტაციას, არ ვფიქრობ, რომ უარი უნდა ვთქვათ მონაწილეობაზე, ეს არის „რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია და საკუთარი დღის წესრიგით, საკუთარი შეხედულებებით მე ვგეგმავ შევხვდე სპიკერს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც წარმოადგენს და თავად არ იზიარებს პოზიციას, რომ აზრი არ აქვს შეხვედრას, რადგან მისივე თქმით, თუ „არაფერს აქვს აზრი, მაშინ არც პარლამენტში მუშაობას აქვს აზრი”.

სამნიძის თქმით, სურს პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბროს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, რომელიც იქნება იმის ინდიკატორი, რამდენად მზად არის ხელისუფლება დეპოლარიზაციისთვის.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – არჩევნების და ქართველი ხალხის მანდატის შემდეგ ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციური მთავრობისა და ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე

არჩევნების და ქართველი ხალხის მანდატის შემდეგ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციური მთავრობისა და ხელისუფლების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია