პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი – სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია, საპარლამენტო საქმიანობაში ვერთვებით საკომიტეტო, ბიუროსა და პლენარული სხდომების ეტაპებიდან

სახალხო დამცველის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტმა და საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა კანდიდატი შევარჩიოთ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო წრის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებისგან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება საკომიტეტო, ბიუროს და პლენარული სხდომების ეტაპებიდან.

„სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია. ჩვენ საპარლამენტო საქმიანობაში ვერთვებით საკომიტეტო, ბიუროს და პლენარული სხდომების ეტაპებიდან. სახალხო დამცველის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტმა და საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა კანდიდატი შევარჩიოთ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო წრის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებისგან. ზუსტად ისე, როგორც წინა ომბუდსმენის შერჩევა მოხდა. იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი და ძლიერი ომბუდსმენიც მომავალშიც, იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის ძალიან მკაფიო მითითება, რომ უნდა მოვახერხოთ დამოუკიდებელი და მაღალი ნდობის მქონე კანდიდატი სახალხო დამცველად ყველს სამ ეტაპს ვთავაზობთ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის მქონე ხალხიდან შევარჩიოთ კანდიდატი, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია მხარს ერთობლივად დავუჭერთ. 90 ხმაა საჭირო ომბუდსმენის ასარჩევად, ამიტომ თუ კი ამ პროცესს ასე წარვმართავთ, სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდაჭერის მქონე კანდიდატს ექნება ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდაჭერა, მაშინ ჩვენ მივიღებთ ძლიერ კანდიდატს, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია