შერიგება და ერთად საუბარი გვითხრეს და ვინ არღვევს? რუსული მხარე და ევროპის მოწინააღმდეგეები მანდ ეძებეთ, ოპოზიციას ვგულისხმობ. „სირცხვილიაში“ მაქარაშვილია საქართველოში თავდადებული ბიჭი?“- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ამერიკას საქართველოსთვის არასდროს უღალატია, ევროპაზე კი ის გულნატკენია.
„ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა, ვგულისხმობ ევროპარლამენტს. ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი. ევროპა ჩვენთან მიმართებაში მართალი რომ იყოს, როდესაც უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმად პატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10 მაინც დაწერდა საერთო წერილს, იტყოდა, რომ იქნება ერთად დავსხდეთ და ისე დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინის გარდა სხვისი მიღება არ უნდოდათ. ჩვენთან ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის ბოლომდე გამოიყენეს ჩვენებმა, თუ მათ.
დღეს ევროპამ გვაჩვენა, რომ ერთი ქვეყანაც არ აღმოჩნდა, რომელიც მყარად დადგებოდა, ჩვენც რომ მიგვეღო [სტატუსი]. ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატია. სულხან-საბასგან დაწყებული, ერთხელ ვერ ვნახე ევროპის ერთი წესიერი გადადგმული ნაბიჯი.
თუ ვცდები, მითხარით. ევროპაც რისთვის შეიქმნა? მათი ქვეყნები ერთმანეთში სულ ომობდნენ და შექმნეს, რომ აღარ ეომათ. როდესაც დიდი ბრიტანეთი მიდის ევროპიდან, ხომ უნდა ფიქრობდე, რომ რაღაც ძალიან დიდი პრობლემებია ევროპაშია?! ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა ვჭამდეთ…ევროპამ ჩვენზე კარგად იცის რა გვჭირდება? კანონი, სასამართლო გვჭირდება, ყველაფერი გვჭირდება არა მათი ჩამონათვალით. შერიგება და ერთად საუბარი გვითხრეს და ვინ არღვევს? რუსული მხარე და ევროპის მოწინააღმდეგეები მანდ ეძებეთ, ოპოზიციას ვგულისხმობ. „სირცხვილიაში“ მაქარაშვილია საქართველოში თავდადებული ბიჭი? თუ დიღმელაშვილი? გადაშალეთ რუსეთთან, „ეფესბეს“ მილიარდერთან მათი ურთიერთობები.
ჩვენ გვინდა წესიერი ქვეყანა გავხდეთ, კანონი კანონობდეს, ძლიერი ჯარი გვყავდეს. უკრაინას ხომ ყველაფრით ეხმარებიან? – იარაღით, ფულით და უნდა დაეხმარონ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რუსეთს 20% დაპყრობილი აქვს, დღეს როგორც გვექცევიან. ევროპა შემოვიდოდა და რამეს გააკეთებდა? ევროპაზე გულნატკენი ვარ, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი ქალაჩუნური ქმედებით გააჩაღეს“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.