პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ყველანაირი ნაბიჯი, რაც ართულებს უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობას და ასევე რიტორიკა, არის ძალიან ცუდი ორი მოძმე ხალხის მომავლისთვის – ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნაბიჯები, რაც ართულებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს, არის „ძალიან ცუდი“.

როგორც მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ გზავნილშია ნათქვამი, ახლა „ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი“ და ვიაროთ „ახლო გამარჯვებამდე“.

„ყველანაირი ნაბიჯი, რაც ართულებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობას და ასევე რიტორიკა, არის ძალიან ცუდი ჩვენი ორი მოძმე ხალხის მომავლისათვის. ჩემთვის ეს პიროვნულად ძალიან მტკივნეულია, არ მეგონა თუ აქამდე მივიდოდა საქმე, ახლა პირიქით ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ძალიან ახლო გამარჯვებამდე“,- ნათქვამია სააკაშვილის „პოსტში“.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია