პოლიტიკა

პარლამენტის შენობასთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ.

პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა 09:30 საათზე დაიწყო. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

ფოტო: ipn.ge

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს! მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია