პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ

ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია