საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“ – წერს ზურაბიშვილი.