პოლიტიკა

სამადაშვილი: ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, თარიღს კონსულტაციების შემდეგ გაცნობებთ

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინაარმდეგ, რომლის თარიღსაც კონსულტაციების შემდეგ საზოგადოებას აცნობებს.

“საქართველოს პარლამენტს დღეს აკონტროლებს არა ქართული პოლიცია, არა ქართული სუს-ი, არამედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლები. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკვე, ქართულმა ოცნებამ, ფაქტობრივად, ფარსად გადააქცია ის, რომ მაგალითად, სხდომა იმართება დღეს პირველი რესპუბლიკის დარბაზში იმიტომ, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი დღის წესრიგი, მათ შორის, ამ კანონის მიღების გზით არის, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს დასავლური განვითარების გზას.[…] ძალადობას აქვს ადგილი იქ სადაც, არ გამოხატავს პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ამის გაჩერებას. ჩვენ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას უახლოეს დღეებში, დღეს გაიმართება დამატებით კონსულტაციები ამ თემაზე, ჩვენ გაცნობებთ თარიღს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი ვისაც ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას შემოუერთდება კამპანიას.”– განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია