პოლიტიკა

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილს ხელები დამჭკნარი, სახე კი 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს

საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სახეზე შავი ფერი აქვს, ხელები კი დამჭკნარი.

როგორც ადვოკატმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს.

“ძალიან ცუდად არის. შავი ფერი აქვს სახეზე, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა. რაც შეეხება მკურნალობას, პირველ რიგში სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს, შემდეგ გადაწყვეტენ ექიმები სად უნდა უმკურნალონ. მე რა ინფორმაციაც მოვიძიე საქართველოში ასეთი დაავადებების მკურნალობა არ ხდება”,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა

მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა – ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია