პოლიტიკა

ალან ალბოროვი – “სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება

“სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, – განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ „საგარეო პოლიტიკას“ ახორციელებენ.

„როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ აზრამდე [შეერთების შესახებ], ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ალან გაგლოევმა იმედი გამოთქვა, რომ „რესპუბლიკა“ რუსეთს მალე შეუერთდება.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია