პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი – ნუ ებღლარძუნებიან აქციას უშნოდ ისეთი პოლიტიკური გადმონაშთები, როგორიც მერაბიშვილია, ხალხის დამოკიდებულება თუ აინტერესებს, აქციაზე დაცვის გარეშე მივიდეს

მერაბიშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მისთვის უკეთესი იქნება, გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს, არც აქციის ორგანიზატორი იყო და არც მის დაძახილზე გამოსულა ვინმე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მერაბიშვილს მისდამი ხალხის დამოკიდებულება თუ აინტერესებს, აქციაზე დაცვის გარეშე უნდა მივიდეს.

„გასაგებია ქართველი პოლიტიკოსების სიხარბე, აქციებს ებღლარძუნებიან და ჰგონიათ, ხალხი თვითონ გამოიყვანეს. არ ვიბრალებ, რომ ხალხი მე გამოვიყვანე, მაგრამ საპროტესტო აქციაზე ვიდექი, რადგან აღშფოთებული ვიყავი და პროტესტი მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს სხვებმა უფრო რეალისტურად უნდა შეხედონ. იქ ხალხი არც მერაბიშვილის, არც სააკაშვილის, არც „ნაციონალების“ გამო გამოსულა. ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით რამდენი ადამიანი გამოვიდა, კი ვნახეთ. ორი-სამი კვირა მთელ საქართველოში დადიოდნენ და, ჯამში, ვნახეთ, რამდენი ადამიანი გამოიყვანეს, 200 კაცი ვერ შეაგროვეს. ეს ხალხი სხვა რამემ გამოიყვანა და ნუ ებღლარძუნებიან აქციას უშნოდ, განსაკუთრებით, ისეთი პოლიტიკური გადმონაშთები, როგორიც მერაბიშვილია. რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მისთვის უკეთესი იქნება. გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს. არც აქციის ორგანიზატორი იყო, არც მის დაძახილზე გამოსულა ვინმე. მისდამი ხალხის დამოკიდებულება თუ აინტერესებს, აქციაზე თავად მივიდეს დაცვის გარეშე. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, არიან ერთმანეთის შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთს აცოცხლებენ. ერთია ლურჯი, მეორე – წითელი, თორემ ერთი შინაარსის პოლიტიკური ძალაა. ათი წლის განმავლობაში იმდენად ჟღურტულებდნენ, რომ ყველამ აღმოვაჩინეთ, ახალ თაობას გულზე არცერთი ეხატება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია