პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი – „ქართული ოცნების“ რღვევა, სავარაუდოდ, დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აიძულეს, რომ ხმა იმ საძაგლობისთვის მიეცათ და ვინც არ მისცა, ამას უკმაყოფილება მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დაშლისკენ მიდის.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ 76 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა კანონპროექტს ხმა გულისრევით მისცა, რადგან მხარდაჭერა არ უნდოდა. კანონპროექტს მხარი ჯერ ძალადობრივად დაუჭირეს და შემდეგ ფართხაფურთხით უარყვეს, რაც ბევრისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამას მოჰყვებოდა დრტვინვა. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მიდის დაშლისკენ და იმისკენ, რომ მისი შეცვლა აუცილებელია. „ქართული ოცნების“ რღვევა, სავარაუდოდ, დაწყებულია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია